სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში
26 თებერვალს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში შედგა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მენციერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამების ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და ”გენდერის კვლევა” სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
დაცვის სახელმწიფო საატესტაციო კომისიების გადაწყვეტილებით ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 5 კურსდამთავრებულსა და ”გენდერის კვლევის” ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის 3 კურსდამთავრებულს მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისი.