მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

სხვა კვლევითი პროექტები

გარდა მიმდინარე ძირითადი პროექტებისა, ცენტრი ახორციელებს დამატებით კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს. მათ შორის აღსანიშნავია:

კრიტიკული სოციოლოგიის ქსელის კავკასიური აკადემიური პროექტი

დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტი, უმაღლესი განათლების მხარდაჭრის საერთაშორისო პროგრამა

პარტნიორები: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, კრიტიკული სოციოლოგიის ქსელი

პერიოდი: ივლისი, 2005 - ნოემბერი, 2007

აღწერა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი კრიტიკული სოციოლოგიის ქსელთან ერთად 2005 წლის ივლისიდან 2007 წლის ნოემბრამდე ახორციელებდა კავკასიური აკადემიური განვითარების პროექტს. პროექტის ფარგლებში ჩატარებულ სემინარებსა და კონფერენციებში მოწვეულნი იყვნენ წამყვანი სპეციალისტები ევროპული უნივერსიტეტებიდან და მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ლექტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სემინარებისა და ლექციების სერიას და გასცნობოდნენ სოციალურ თეორიასა და კულტურაში, გენდერსა და მედიის სწავლებაში არსებულ ახალ დისკურსებს. სემინარებზე ხდებოდა აღნიშნულ სფეროებში წამყვანი სპეციალისტების ნაშრომების განხილვა, ტარდებოდა მასტერკლასები კვლევისა და კურსის განვითარების შესახებ. პროექტის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო ინტელექტუალების განვითარებისათვის, რომელთაც ეცოდინებათ არამარტო მათი კვლევის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო დებატები და პროცედურები, არამედ აგრეთვე გამოიყენებენ საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციას მათ მშობლიურ დეპარტამენტებზე აკადემიური პროგრამების მიმართულებებისა და სტრუქტურის განვითარებისათვის.

სტუდენტური სიმპოზიუმი ”სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება” (ჩამოტვირთეთ პროექტის მიმოხილვა)

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა