|
|
ქართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი
დონორი ორგანიზაციები: ევრაზიის პარტნიორობის ფონდი, USAID, კონრად ადენაუერის ფონდი.
პარტნიორები: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია.
აღწერა: საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკური ინფორმირებულობის ხარისხის ასამაღლებლად 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის და მედიის (განსაკუთრებით, რეგიონული მედიის) მხარდასაჭერად აღნიშნული არჩევნების და წინასაარჩევნო პერიოდის, ადეკვატურად გასაშუქებლად სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან ერთად, განახორციელა პროექტი "ქართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი". ზემოთ აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჟურნალისტთა ქსელი, ჩატარდა რეგიონული ჟურნალისტების ტრენინგები, პოლიტიკური პროცესის კვლევები (რომლის შედეგებს ჟურნალისტები იყენებდნენ მუშაობისას) და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების კოორდინირებულად გაშუქდა ჟურნალისტების მიერ თითქმის მთელი საქართველოდან. პროექტი მიმდინარეობს 2007 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 30 ნოემბრამდე და მოიცვა 10 სამიზნე ქალაქს: ლაგოდეხი, გურჯაანი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ხარაგაული, ფოთი და ზუგდიდი, თუმცა, საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში მომუშავე ჟურნალისტებსაც მიეცათ მასში მონაწილეობის საშუალება.
მედიის სისტემური ანალიზი II
მოქალაქეთა ნდობა, არჩევნები და მასმედია: ნაწილი 1, ნაწილი 2
|