მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
ქართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი
მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი: მედია და არჩევნები
ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი: მედია და არჩევნები

დონორები: ევროკავშირი, ევრაზიის პარტნიორობის ფონდი.

პარტნიორი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. 

პერიოდი: 1 იანვარი, 2007 - 20 დეკემბერი, 2007.

მიზანი: პროექტის ზოგად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააზრებული არჩევანის გაკეთებაში დახმარება რეალური ინფორმაციით უზრუნველყოფით და ასევე, მედიასაშუალებების დახმარება საზოგადოებისათვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებაში.

ამოცანები: რაც შეეხება პროექტის კონკრეტულ ამოცანას, ის მდგომარეობდა რეგიონული საგაზეთო ჟურნალისტების სწავლებაში იმ მიზნით, რომ მათ განახორციელონ პროფესიული პოლიტიკური ანალიზი, ადგილობრივი პოლიტიკა ადეკვატურად მოათავსონ ზოგად ეროვნულ კონტექსტში და ამით გააფართოვონ როგორც საკუთარი, ისე ადგილობრივი მოსახლეობის საარჩევნო თვალსაწიერი.

პირდაპირი სამიზნე ჯგუფები: გაზეთები ”თავისუფალი სიტყვა” (ფოთი), ”ალია”, ”რეზიუმე” (ფოთი), ”ბათუმელები” (ბათუმი), ”გურია ნიუსი”, ”ჰო და არა” (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური), “აბრეშუმის გზა” (სამტრედია), “ჩემი ხარაგაული” (ხარაგაული), “ახალი გაზეთი” (ქუთაისი), “P. S.” (ქუთაისი), “კახეთის ხმა” (გურჯაანი), ”სპექტრი” (გურჯაანი), “ხალხის გაზეთი” (გორი), “კახეთის ხმა” (გორი), “სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე) რადიო სადგურები: “ათინათი” (ზუგდიდი), “ჰარმონია” (ფოთი), ”ჩვენი რადიო” (თელავი), “ჰერეთი” (ლაგოდეხი); მუშაობის პროცესში ჩართული მედია საშუალებები: რადიო “მწვანე ტალღა” (ბათუმის ოფისი), ტელეკომპანია ”თრიალეთი” (გორი), ტელეკომპანია “ბორჯომი” (ბორჯომი), ჟურნალი “პრემიერი” (ზუგდიდი), გაზეთი ”სვანეთი” (ლენტეხი).

არაპირდაპირი სამიზნე ჯგუფები: ცენტრალური ტელევიზიები (”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”იმედი”, ”რუსთავი 2”); ამომრჩევლები (განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ამომარჩევლები).

ძირითადი საქმიანობები (დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ფაილში):

  • კვლევა: მედიის სიტემური ანალიზი (2007 წლის მარტი - მაისი)
  • ჟურნალისტების მუშაობა რეგიონებში კვლევის პარალელურად
  • ტრენინგი - არჩევნების გაშუქება
  • შეხვედრები რეგიონებში და ჟურნალისტების ქსელი
  • პროექტის შედეგების და ბროშურის პრეზენტაცია.
  • ბროშურა: ნაწილი 1, ნაწილი 2

წინამდებარე პროექტი გაგრძელდა ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით ”ქართული მედია და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი”.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა