გენდერული სწავლების ხელშეწყობა საქართველოში
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით და გენდერული თანასწორობის ცენტრთან თანამშრომლობით 2008 წლის ივნისიდან ახორციელებს პროექტს ”გენდერული სწავლების ხელშეწყობა საქართველოში ”.
პროექტის მიზანია საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებში ცნობიერების ამაღლება, რაც ქართველი სტუდენტებისათვის ”გენდერის” სპეციალური კურსის ჩატარების მეშვეობით განხორციელდება. პროექტი გულისხმობს 2 ზაფხულის სკოლის განხორციელებას გენდერის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის (სამიზნე ჯგუფი შეიკრიბება საქართველოს ყველა რეგიონიდან); ზაფხულის სკოლა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გენდერის სწავლებასა და განვითარებას საქართველოში, დაეხმაროს გენდერის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა ამ სფეროში და მოახდინონ გენდერთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაციისა და იდეების გაცვლა. ზაფხულის სკოლა შექმნის გენდერის საკითხებით დაინტერებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერაქტიულ გარემოს, სადაც გენდერთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხებისა და თემების თეორიულ განხილვასთან ერთად შესაძლებელი იქნება სამომავლოდ ერთობლივი კვლევებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვაც. ზაფხულის სკოლის ერთ-ერთი ამოცანაა, აგრეთვე ხელი შეუწყოს პოტენციური სტუდენტების მოზიდვას თსუ-ს ინტერდისციპლინარული დამაგისტრო პროგრამისათვის ”გენდერი”. პროექტის განხორციელებაში ინტენსიურად არიან ჩართულნი ცენტრის მიერ ადმინისტრირებული ”გენდერის” სამაგისტრო პროგრამის ლექტორები.
მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა ივნისში. ერთი ზაფხულის სკოლა ჩატარდა ივლისში ქ. ქუთაისში, სადაც 36-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ზაფხულის სკოლა განხორციელდა თბილისში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბაზაზე და მასში მონაწილეობა მიიღო 38 სტუდენტმა.
პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
-
შესავალი ქალთა უფლებების ისტორიული განვითარების შესახებ - ფემინისტური თეორიის შესავალი
-
ფემინისტური ფილოსოფიის შესავალი
-
გენდერული პოლიტიკის წარმოება, გენდერი და განვითარება
-
შესავალი გენდერსა და მიგრაციის საკითხებში
-
შესავალი გენდერსა და პოლიტიკის საკითხებში
-
ქალების წინააღმდეგ ძალადობა (აქცენტი გაკეთდება ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის საკითხებზე), ქალები და შიდსი
-
გენდერი და სამუშაო
-
კვლევის მეთოდები
-
აკადემიური წერა.
ზაფხულის სკოლის წარმატებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ”გენდერული თანასწორობის” კონფერენციაში, რომელიც ა.წ. 8 ოქტომბერს ჩატარდება თბილისში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში.
|