მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
გენდერული სწავლების პროგრამის განვითარება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში
გენდერული სწავლების ხელშეწყობა საქართველოში
ოჯახური ძალადობის აღმოფხვრა
სხვა კვლევითი პროექტები

გენდერული სწავლების პროგრამის განვითარება

დონორი: უმაღლესი განათლების მხარდაჭრის საერთაშორისო პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის დაფინანსებით ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სპეციალური და გაფართოებული პროგრამების დეპარტამენტი.

პარტნიორები: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის სწავლების დეპარტამენტი, ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2008 წლის დასაწყისიდან მონაწილეობს ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის საერთაშორისო პროგრამის მიერ დაფინანსებულ პროექტში ”გენდერული სწავლების პროგრამის განვითარება”. პროექტს ახორციელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სპეციალური და გაფართოებული პროგრამების დეპარტამენტი. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან ერთად აღნიშნულ პროექტში პარტნიორების სახით ჩართულნი არიან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერული სწავლების დეპარტამენტი და ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სწავლების პროგრამების განვითარებას პარტნიორ უნივერსიტეტებში. კონკრეტულად, პროექტის ამოცანაა გენდერის სამაგისტრო პროგრამების განვითარება სამიზნე დეპარტამენტებზე აკადემიური პერსონალისა და კურიკულუმის განვითარების ხელშეწყობის საშუალებით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დაეხმარება პარტნიორ ორგანიზაციებს გენდერის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმის გაუმჯობესებასა და განახლებაში, რაც მოიცავს არამხოლოდ შინაარსის გაუმჯობესებას, არამედ პროგრამების სტრუქტურისა და რესურსების განვითარებასაც.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, რომელმაც 2005 წლიდან განავითარა და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანერგა ახალი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა ”გენდერი” ჩართულია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერული სწავლების პროგრამის განვითარების პროექტში, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია. გენდერის სამაგისტრო პროგრამა განეკუთვნება თსუ-ს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს, ხოლო მისი ადმინისტრირება ხორციელდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, ცენტრის ოფისის, ბიბლიოთეკისა და სხვა სასწავლო რესურსების გამოყენებით და უცხოელი პარნიორი უნივერსიტეტებისა და აკადემიური ხელმძღვანელების აქტიური მონაწილეობით.

2008 წლის თებერვალში, ცენტრის გენდერის პროგრამის აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა პროექტით გათვალისწინებულ სემინარში, რომელიც ჩატარდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. აღნიშნულ სემინარზე პარტნიორმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების გამოყოფას, როგორიცაა გენდერის სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმისა და ცალკეული კურსების განვითარება, აკადემიური პერსონალის განვითარება და სტუდენტების ერთობლივი აკადემიური ხელმძღვანელობა. მემორანდუმის მიხედვით თანამშრომლობა აგრეთვე მოიცავს აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი კურსების განხორციელებას, ვიზიტების დროს სპეციალური ინტენსიური სემინარებისა და ლექციების სერიის ჩატარებას, ერთობლივი ჯგუფების შექმნას ახალი კურსებისათვის და სპეციფიური მიზნების სემინარებისათვის, მოდულარული სადოქტორო პროგრამების განხორციელებას ახალგაზრდა ლექტორებისათვის, ხარისხის კონტროლის საკითხებში დახმარებას, ასევე სხვა ტიპის აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს გენდერის სამაგისტრო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ისეთი თემების განხილვაც, როგორიცაა გენდერის სადოქტორო პროგრამების განვითარების საკითხები, სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა ინიციატივები, ერთობლივი კვლევები, ერთობლივი გამოცემები და დაფინანსების წყაროების მოზიდვის საკითხები.

გენდერული სწავლების პროგრამის განვითარების პროექტის ფარგლებში 2008 წლის 2-9 მაისს თბილისში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ჩატარდა სემინარი ”გენდერის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”. სემინარის პირველი ორი დღე მიეძღვნა თსუ-ს გენდერის სამაგისტრო პროგრამისა და ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გენდერის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმებისა და ცალკეული კურსების განხილვას. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააკეთეს შეფასებები და რეკომენდაციები როგორ უნდა მოხდეს განხილული კურიკულუმებისა და კურსების შინაარსის, ფორმატისა და სტრუქტურის გაუმჯობესება. სემინარის მესამე დღეს ჩატარდა სტუდენტებისა და ლექტორების სიმპოზიუმი, რომელზეც სამაგისტრო ნაშრომების კვლევის პრეზენტაციები გააკეთეს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სტუდენტებმა, განიხილეს CSS, CEU-სა და EHU-ს ლექტორების კვლევითი პროექტები. სემინარის ბოლო დღეს განხილულ იქნა ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის საკითები თითოეული პარტნიორი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდა და გარეშე, საერთაშორისო შეფასებებზე განსაკუთერბული აქცენტის გაკეთებით. აგრეთვე, დასახულ იქნა სამომავლო წლის პრიორიტეტული სფეროები და პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლობის გეგმები. აღინიშნა, რომ სილაბუსების განხილვა და განვითარება გაგრძელდება დისტანციური მეთოდების გამოყენებით და შედეგები განიხილება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო სემინარზე, რომელიც 2008 წლის ნოემბერში ჩატარდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა