მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
გენდერული სწავლების პროგრამის განვითარება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში
გენდერული სწავლების ხელშეწყობა საქართველოში
ოჯახური ძალადობის აღმოფხვრა
სხვა კვლევითი პროექტები

უწყებათშორისი და საზოგადოებრივი ზომები საქართველოში ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისათვის: ერთობლივი ძალისხმევა ძალადობის წინააღმდეგ კანონის განხორციელებისათვის

დონორი: გაეროს Trust Fund.

პროექტში ცენტრის მონაწილეობის პერიოდი: 2008 წლის სექტემბერი - ოქტომბერი.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი პარტნიორი ორგანიზაციის სახით მონაწილეობს გაეროს Trust Fund-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში ”უწყებათშორისი და საზოგადოებრივი ზომები საქართველოში ოჯახური ძალადობის აღმოფხვრისათვის: ერთობლივი ძალისხმევა ძალადობის წინააღმდეგ კანონის განხორციელებისათვის”.

პროექტი მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ დონეზე და ხელი შეუწყოს ”ოჯახური ძალადობის შესახებ” კანონისა და მასთან დაქვემდებარებული აქტების წარმატებით განხორციელებას, აგრეთვე მხარი დაუჭიროს ეროვნულ სამოქმედო გეგმას გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც რისკის ქვეშ იმყოფება განსაკუთრებით საქართველოში ეთნიკური უმცირესობის მიერ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში. პროექტს ახორციელებს ქალთა განათლების საერთაშორისო ცენტრი (International Center for Education of Women; ICEW), პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), დინამიური ფსიქოლოგია განვითარებისა და დემოკრატიისათვის (Dynamic Psychology for Development and Democracy; SDPDD), სამცხე-ჯავახეთის დემოკრატი ქალების ორგანიზაცია (Women-Democrats Organization; DWO) და ქალთა იმედი (Women’s Hope, WH).

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ჩართულია პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე, რომელიც გულისხმობს ტრენინგების სერიასა საუნივერსიტეტო კურსის ჩატარებას სოციალურ მუშაკთათვის ”ოჯახური ძალადობის” შესახებ. ვინაიდან კურსი უტარდებათ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში აწყდებიან ოჯახური ძალადობის შემთხვევებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული გენდერული თანასწორობის საკითხებთან, კურსი აქცენტს აკეთებს გენდერული თანასწორობისა და ოჯახური ძალადობის სხვადასხვა ასპექტზე. როგორც სოციალურ მუშაკთათვის საჭირო ინტერვიუს ჩატარების უნარზე. საუნივერსიტეტო კურსი შედგება 30 საკონტაქტო საათისგან. სესიებს ატარებენ უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ექსპერტები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის თემაზე. კურსი იყოფა ორ ეტაპად, თითოს გადის 25 სოციალური მუშაკი. პირველი ეტაპი ჩატარდა სექტემბერში, მეორე ეტაპის განხორციელება დაგეგმილია ა.წ ოქტომბერში.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა