მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
გენდერული სწავლების პროგრამის განვითარება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში
გენდერული სწავლების ხელშეწყობა საქართველოში
ოჯახური ძალადობის აღმოფხვრა
სხვა კვლევითი პროექტები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მონაწილეობს გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტში ”გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში”. ცენტრი ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევას გენდერული ძალადობის შესახებ საქართველოში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა მეორე პარტნიორ ორგანიზაციასთან - ACT მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის ორგანიზაციასთან ერთად.

”გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტისა და მეთოდოლოგიის ადაპტირება და განვითარება, კურიკულუმის შექმნა ინტერვიუერებისათვის გენდერული და ოჯახური ძალადობის შესახებ და ტრენინგის კურსის ჩატარება, საქართველოს მასშტაბით ანალიტიკური ანგარიშის სამუშაო ვერსიის მომზადება. აღნიშნული აქტივობები ხორციელდება 2008 წლის 15 ივლისიდან 2009 წლის 31 მაისამდე.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა