მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
რეფორმები თსუ-ში
ხარისხის უზრუნველყოფა
სემინარები ფაკულტეტისთვის
სემინარები ადმინისტრაციისთვის
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

სემინარები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთათვის

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის ჩატარდა ინტენსიური სემინარების სერია. სემინარების პროგრამები ფარავდა ფაკულტეტისათვის პრობლემურ, პრიორიტეტულ საკითხებს და ძირითადად მიმართული იყო პროფესორ-მასწავლებლების საჭიროებებისა და მოთხოვებიდან გამომდინარე საკითხების განხილვაზე.

2004-2007 წლების განმავლობაში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა აქცენტი გააკეთა აკადემიური წერის კომპონენტის გაძლიერებასა და სასწავლო პროგრამებში ჩართვაზე. ცენტრის ორგანიზებით იმართებოდა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები, რომლებზედაც მონაწილეები წარმოადგენდნენ და განიხილავდნენ მაღალი ხარისხის აკადემიურ ნაშრომებს, როლებიც შემდეგში გამოიყენებოდა სტუდენტებისათვის სასწავლო ნიმუშების სახით.

პროფესორ-მასწავლებელთა რეგულარული შეხვედრების მეორე უმთავრესი მიზანი და ასევე ყოველკვირეული განხილვებისა და 2005 წლის ივნისის სემინარის მთავარი თემა იყო გაერთიანებული სილაბუსის შედგენა, შეთანხმებითი და სტრატეგიული კომპონენტის ხაზგასმით და ასევე კურიკულუმში უმთავრესი უნარ-ჩვევების ინტეგრირების საკითხი.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა