უნივერსიტეტის ინსტიტუციური მენეჯმენტის სემინარები თსუ-ს ადმინისტრაციისათვის
2005 წელს ცენტრის მოწვევით ”ფილდსტოუნ კონსალტინგის” კომპანიის პრეზიდენტმა, უნივერსიტეტების მეჯმენტისა და მართვის სფეროს ექსპერტმა, დოქტორ ვილიამ ვიარიმ ჩაატარა სემინარების სერია თსუ-ს ადმინისტრაციისა და თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მართვის საკითხებში. სემინარების პროგრამები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ფუნქციონალური მართვისა და ადმინისტრაციული სტრუქტურების პრინციპები, ახალი კანონის სტრუქტურული ანალიზი, თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის ანალიზი და სამოქმედო გეგმისათვის რეკომენდაციები.