მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
რეფორმები თსუ-ში
ხარისხის უზრუნველყოფა
სემინარები ფაკულტეტისთვის
სემინარები ადმინისტრაციისთვის
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

ხარისხის უზრუნველყოფა

2005 წლის მაისსა და ივნისში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა თსუ-ს სხვადასხვა დეპარტამენტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისათვის გამართა სემინარები. მომხსენებლები იყვნენ: ჰანს გუთბროდი (აკადემიური პროგრამების მოწვეული ექსპერტი AFP International Fellow), ბარბარა ვატენდორფი (DAAD-ის წარმომადგენელი საქართველოში), ლიკა ღლონტი (თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი). შედეგად თსუ-ს ყველა ფაკულტეტს ჰყავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლების პროცესს.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ხელმძღვანელობდა თსუ-ში ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე გაგების დანერგვას. ცენტრის მეთვალყურეობით განხილული აკადემიური პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავდა თითოეული აკადემიური პროგრამის სასწავლო კურსისა და კურიკულუმის განხილვას. ყოველი ფაკულტეტის, მათ შორის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრეინინგები მათ ფაკულტეტებზე და ზოგადად უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის დანერგვასა და უზრუნველყოფაზე. სხვადასხვა დასავლური უნივერსიტეტებისა და უმაღლეს განათლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარები აკადემიური ხარისხის სტრუქტურირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სტუდენტის შეფასების სისტემის ახალი მოდელი მეტწილად აღებული იყო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის წინა აკადემიური წლის პრაქტიკიდან.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ეგიდით პროფესორმა ბარი პარსონსმა (ვაიკატოს უნივერსიტეტი) შეიმუშავა თსუ-ს ფაკულტეტებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი (ხარისხის სწავლებისა და კვლევის შეფასების ჩათვლით). პროფ. პარსონსონმა აგრეთვე შეიმუშავა რეკომენდაციები და სამუშაო დოკუმენტები სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრიატის ოთხწლიანი პროგრამისა და სოციალური მუშაკის სწავლების პროგრამის ფორმატისათვის. პროფ. პარსონსონის ნაშრომების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამვე გვერდის დასასრულს მოცემული ნუსხიდან.

2005 წლის სექტემბერში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სპეციალური და გაფართოებული პროგრამების (CEU SEP) დირექტორის, სოფია ჰოვლეტის მონაწილეობითა და აკადემიური განვითარების პროგრამასთან (AFP) თანამშრომლობით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ლექტორებისათვის ჩატარდა სემინარეი აკადემიური ხარისხის შემუშავებისა და ხარისხის კონტროლის შესახებ.

2004 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში განხორციელებული აქტივობების შედეგად ხელი შეეწყო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციონალიზაციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროფ. პარსონსონის ნაშრომები:

ხარისხის უზრუნველყოფა სასწავლო კათედრებზე

თსუ-ს სასწავლო კანცელარიის მოდელი

ფაკულტეტის დეკანის ოფისის მომსახურე პერსონალი

თსუ-ს სოციალური მუშაკის ხარისხის სავარაუდო მოდელი

სამაგისტრო ნაშრომის კვლევა და დაწერა

თსუ-ს სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტრუქტურის სავარაუდო გეგმა

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა