მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
რეფორმები თსუ-ში
ხარისხის უზრუნველყოფა
სემინარები ფაკულტეტისთვის
სემინარები ადმინისტრაციისთვის
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში

2004 - 2007 წლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებით განახორციელა ძირითადი პროექტი ”ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების განვითარება”. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა განახორციელა შემდეგი საქმიანობები:

  • სოციალურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამების სწავლების რეფორმა თსუ-ში
  • თსუ-ში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში სწავლებისა და კვლევის ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა
  • ახალი სასწავლო პროგრამების განვითარება და დანერგვა სოციალურ მეცნიერებებში
  • ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) დანერგვა
  • ხარისხის უზრუნველყოფისა და შეფასების ახალი პროცედურების დანერგვა
  • სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება
  • სადოქტორო პროგრამების კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავება
  • თსუ-ს ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის/მმართველობის გაუმჯობესება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის თანამშრომლობის ძირითადი შედეგები და მიღწევები:

  1. ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) დანერგვა;
  2. სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვა;
  3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შექმნა;სადოქტორო პროგრამების კონცეფციის შემუშავება და სწავლებისა და კვლევის ინტეგრირების მოქნილის სისტემის მოდელის შექმნა;
  4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ტრენინგები, სემინარები და საზაფხულო სკოლები;
  5. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველყოფა ადამიანური რესურსების განვითარებით; სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია ახალ სასწავლო პროგრამებში; ტრენინგები სასწავლო პროცესის ადმინისტრაციასა და მენეჯმენტში;
  6. ახალი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამები სოციალურ მეცნიერებებში: ”საზოგადოება და პოლიტიკა” (2003-2004), ”საზოგადოება და მოდერნიზაცია”, ”სოციალური ცვლილებების პოლიტიკა”, ”სამხრეთ კავკასია გარდამავალ პერიოდში” (2004-2005), ”გენდერი” (2005-2007);
  7. ინგლისურენოვანი რეგიონალური სამაგისტრო პროგრამა - ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” (2005-2007);
  8. საერთაშორისო ხარისხის უზრუნველყოფა სოციალურ მეცნიერებებში პროგრამული აკრედიტაციისათვის - უცხოელი ექსპერტების მიერ რეცენზირებული სასწავლო კურსებისა და მასალების მომზადება;
  9. აკადემიური წერის სწავლების ინტეგრირება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე;
  10. კვლევის მეთოდების მოდულის მომზადება;
  11. სადოქტორო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა: ბოლონიის პროცესის ფარგლებში სადოქტორო პროგრამების შესახებ მეთოდოლოგიური კონფერენციები და სოციალურ მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამების დანერგვისათვის საჭირო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  12. სოციალურ მეცნიერებებში სწავლებისა და კვლევის რესურსების განვითარება: ბიბლიოთეკა, საერთაშორისო ელექტრონული რესურსების ქსელში ჩართული კომპიუტერული კლასი, მინი სტამბა;
  13. სასწავლო მასალების მომზადება და გამოცემა - ახალი სამაგისტრო კურსებისა და სემინარების გაფართოებული სილაბუსები, რიდერები, აკადემიური ლიტერატურის თარგმანები და აკადემიური წერის სახელმძღვანელოები.

სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური ქსელის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა -უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა, საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზება.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა