მთავარი გვერდი
სადოქტორო პროგრამების განვითარება
სოციალური მეცნიერებების განვითარება თსუ-ში
საერთაშორისო კონფერენციები
მედიის პროექტები
გენდერის პროექტები
სხვა კვლევითი პროექტები

სადოქტორო პროგრამების განვითარება

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მცდელობები საქართველოსთვის გაეცნო და დაენერგა სადოქტორო სწავლებების თანამედროვე მოდელი სამ ეტაპად ვითარდებოდა:

1) სადოქტორო პროგრამების თანამედროვე სტანდარტებზე წარმოდგენების ჩამოყალიბება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სადოქტორო პროგრამების კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავება;

2) თსუ-სთან თანამშრომლობით სადოქტორო პროგრამებზე საერთაშორისო მეთოდოლოგიური კონფერენციების გამართვა ბოლონიის პროცესის ჩარჩოებში;

3) თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამის დანერგვისათვის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება, და პრობლემაზე დაფუძნებული თემატური სადოქტორო პროგრამების განვითარებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

ცენტრის ხელშეწყობით შემუშავებული სადოქტორო პროგრამების კონცეპტუალური დოკუმენტი 2005 წლის აპრილში წარმოდგენილი იყო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი) ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სადოქტორო პროგრამების რეფორმირების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. აღნიშნულმა დოკუმენტმა მიიღო ბოლონიის სამდივნოს დადებითი გამოხმაურება და კონცეფცია მიჩნეულ იქნა საუკეთესო საპროგრამო დოკუმენტად სადოქტორო პროგრამების ეფექტური განვითარებისათვის ტრანსფორმაციის პირობებში; ჩატარდა 2 საერთაშორისო კონფერენცია სადოქტორო სწავლებისა და კვლევითი კომპონენტის ინტეგრაციაზე; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის შემუშავდა სწავლებისა და ადმინისტრირების დეტალური რეგულაცია (http://www.social.tsu.ge).

2008 წლიდან, ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების პროგრამის დაფინანსებით სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებს პროექტს ”საერთაშორისო სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების განვითარება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”.

პროექტის მიზანია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სოციალურ მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ამოცანები მოიცავს კვლევის, სწავლებისა და სწავლის განვითარებას; საერთაშორისო აკადემიურ ქსელში მკვლევართა ინტეგრირებასა და პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში სოციალური მეცნიერებათა სფეროში ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:

  • საგანმანათლებო და პროფეისული პროგრამებსა და სერტიფიცირებული ტრენინგებს;
  • აკადემიურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს;
  • სამეცნიერო და მეთოდური კონფერენციებს, საერთაშორისო აკადემიურ ქსელთან ინტეგრაციას;
  • საგამომცემლო საქმიანობას - აკადემიური სამეცნიერო ლიტერატურისა და პერიოდიკის, სასწავლო და შემეცნებით-პოპულარული, საცნობარო ლიტერატურის გამოცემას;
  • მთარგმნელობით საქმიანობას;
  • ქმნის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებს დარგის მკვლევართა და სპეციალისტებისათვის;
  • აწარმოებს ინტერდისცილინარულ კვლევებს და ხელს უწყობს ახალი აკადემიური დარგების განვითარებას;
  • გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს სოციალურ მეცნიერებებში დაკავებული სტუდენტების, სპეციალისტებისა და მკვლევართათვის აკადემიური, გამოყენებითი და ინტერდისციპლინარული კვლევების, სწავლის და სწავლების განვითარებისათვის.


2010-2011 სასწავლო წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორციელებს საერთაშორისო, ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამებს საერთაშორისო ურთიერთობებსა და გენდერის კვლევაში. აღნიშნული პროგრამები დაფინანსებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ და მათ ადმინისტრირებას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი უწევს თსუ-თან დადებული შეთანხმების საფუძველზე.

 

მიმდინარე პროექტის ფარგლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი სრულად აფინანსებს ქართველი მოქალაქეების სწავლებას სადოქტორო პროგრამებზე 4 აკადემიური წლის განმავლობაში (7 სტუდენტისაერთაშორისო ურთიერთობებშიდა 7 სტუდენტიგენდერის კვლევაში”).

 

პროგრამის აღწერა:

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების მიზანია მოამზადოს სოციალურ მეცნიერებათა ახალი თაობის მკვლევარები, რომელთაც შეეძლებათ განახორციელონ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე, ხელს შეუწყობენ ახალი ცოდნის გენერირებას თავიანთ დისციპლინებში და დაეხმარებიან უნივერსიტეტს საერთაშორისო აკადემიური ქსელში გაწევრიანებაში.

 

პროგრამები ინგლისურენოვანია, სწავლის ხანრგძლივობა - 4 წელი.

პროგრამის სტრუქტურა: საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების სტუდენტები ვალდებულნი არიან დაფარონ პროგრამის შემდეგი კომპონენტები 1) სასწავლო კომპონენტი -  აკადემიური დისციპლინის გაძლიერებული კურსები და სემინარები, 2) კვლევის დიზაინის სემინარები 3) აკადემიური პრაქტიკა (პედაგოგიკა, აკადემიური/ჟურნალის სტატიის წერა, საგრანტე პროექტების წერისა და აკადემიური პროგრამის ადმინისტრირების პრაქტიკა). აღნიშნული სასწავლო კომპონენტები მინიმუმ სამ სემესტრს მოიცავს, დანარჩენი ხუთი სემესტრი ეთმობა კვლევას, სადოქტორო დისერტაციის მომზადებასა და დაცვას.

 

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელები დისციპლინების მიხედვით:

-          ნილ სტივენ მაკფარლეინი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროფესორი -  საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი.

-          ჯოანა რეგულსკა, რათგერსის უნივერსიტეტის ქალთა კვლევისა და გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი, საერთაშორისო პროგრამების დეკანი - გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი.

 

2010 წლის ზაფხულიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ადმინისტრირებას უწევს სოციალურ მეცნიერებებში კვლევის მეთოდების  მოდულს, რომელიც ღიაა თსუ- სხვადასხვა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის. კვლევის მეთოდების მოდული მოიცავს შემდეგ კურსებს:

-          სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია

-          შესავალი გამოყენებით სტატისტიკაში

-          სოციალური კვლევის მეთოდები (თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები).

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა