ჩვენს შესახებ
დირექტორის მესიჯი
ისტორია
ორგანიზაციული სტრუქტურა
ცენტრის მმართველობა
აკადემიური პერსონალი
მოწვეული ლექტორები
ადმინისტრაცია
ცენტრის რესურსები
ხშირად დასმული შეკითხვები
ადგილმდებარეობა

ხშირად დასმული შეკითხვები

პოტენციური სტუდენტები

ამჟამინდელი სტუდენტები

აკადემიური პერსონალი

მიმდინარე პროექტები

პოტენციური სტუდენტები

კითხვა: როდის ცხადდება ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საბუთების მიღება?
პასუხი: საბუთების მიღება ცხადდება ყოველი წლის მაისის დასაწყისში. საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა ინიშნება ივნისში. ზუსტი თარიღები გამოცხადებული იქნება სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე მიღების ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტში, დაიდება ცენტრის ვებ გვერდზე ”სიახლეებში”, თსუ-ს გაზეთში, www.jobs.ge და www.aris.ge საითებზე.

კითხვა: რა საბუთები უნდა იქნას წარმოდგენილი, როგორი სახით?
პასუხი: განაცხადის ფორმა საბუთების ჩამონათვალით დართული იქნება პროგრამის გამოცხადების დოკუმენტზე. შევსებული საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ამობეჭდილი სახით. საქართველოს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, განმცხადებელეს შეუძლია საბუთების მოწოდება ელ. ფოსტით სკანირებული სახით.

კითხვა: რა სახით ტარდება მისაღები გამოცდები?
პასუხი: მისაღები გამოცდები მოიცავს სამ ეტაპს: 1) განაცხადების განხილვა; 2) წერითი გამოცდა ინგლისურში; 3) ზეპირი ინტერვიუ. დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კონსულტაციის დღეებში, რომელთა თარიღებიც წინასწარ იქნება გამოცხადებული.

კითხვა: ტარდება თუ არა კონსულტაციები საბუთების მომზადებისა და მისაღები გამოცდების საკითხებთან დაკავშირებით?
პასუხი: ცენტრი წინასწარ ატარებს რამოდენიმე ღია კარის დღეს და კონსულტაციებს წინასწარ განსაზვრულ თარიღებში. ინფორმაცია კონსულტაციებისა და ღია კარის დღეების შესახებ იდება ცენტრის ვებ გვერზე სიახლეებში და პროგრამაზე მიღების გამოცხადების დოკუმენტში. დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

კითხვა: რა ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, გამოცდები, სამაგისტრო თემების დაცვა?
პასუხი: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” სასწავლო პროცესი, გამოცდები და სამაგისტრო თემების დაცვა მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამის ”გენდერის კვლევები” სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ძირითადად ქართულ ენაზე, თუმცა ტარდება მოწვეული პროფესორების მიერ ლექციები და სემინარების ინგლისურად. დაცვა და გამოცდები ”გენდერის კვლევებში” ტარდება ქართულ ენაზე.

კითხვა: სად შეიძლება მოვიპოვოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამების კურიკულუმების/სასწავლო გეგმების შესახებ?
პასუხი: ცენტრის მიერ ადმინისტრირებული პროგრამების კურიკულუმები შეგიძლიათ ნახოთ ცენტრის ოფისში. მიმართეთ ადმინისტრაციას (თსუ-ს მეორე კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 141)

ამჟამინდელი სტუდენტები

ხშირად დასმული შეკითხვები სამაგისტრო თემების ხელმძღვანელობასა და პრაქტიკასტან დაკავშირებით

კითხვა: ვის შეუძლია გახდეს სამაგისტრო თემის აკადემიური ხელმძღვანელი?
პასუხი: აკადემიურ ხელმძღვანელად შეიძლება შერჩეულ იქნას მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე ადამიანი, ან დოქტორანტი, რომელსაც გააჩნია თემის შესაბამისი ექსპერტიზა და/ან შესაბამისი კვლევის ინტერესი და გამოცდილება. სტუდენტს შესაძლოა ჰყავდეს აგრეთვე თანა-ხელმძღვანელი, რომელსაც არ მოეთხოვება დოქტორის ხარისხის ქონა. თანა-ხელმძღვანელი შესაძოა იყოს სფეროს სპეციალისტი და მუშაობდეს სამაგისტრო თემის შესაბამის სფეროში.

კითხვა: როგორ უნდა ავირჩიო თემის აკადემიური ხელმძღვანელი?
პასუხი: სტუდენტს უფლება აქვს თავად შეარჩიოს თემის აკადემიური ხელმძღვანელი, ან თანახელმძღვანელი, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის კრიტერიუმებს. თემის ხელმძღვანელისა და თანახელმძღვანელის კანდიდატურებს ამტკიცებს პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი/კოორდინატორი, სტუდენტის მიერ შევსებული სპეციალური ფორმის ცენტრში წარდგენის შემდეგ.

კითხვა: როგორ უნდა შეირჩეს პრაქტიკის ადგილი/ორგანიზაცია?
პასუხი: სტუდენტს თავად შეუძლია შეარჩიოს პრაქტიკისათვის ორგანიზაცია და მიმართოს პრაქტიკის გავლის უფლებისათვის, ან სთხოვოს პროგრამის კოორდინატორს დაეხმაროს მას პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციის მოძებნაში. სტუდენტმა უნდა შეატყობინოს კოორდინატორს პრაქტიკასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ, კოორდინატორი ამტკიცებს პრაქტიკის საბოლოო ადგილს. ზოგ შემთხვევაში საერთაშორისო სტუდენტებს უფლება აქვთ პრაქტიკა გაიარონ საკუთარ ქვეყანაში. ამ შემთხვევებშიც პრაქტიკის საკითხი მტკიცდება პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელისა და კოორდინატორის მიერ.

აკადემიური პერსონალი

კითხვა: როგორია სწავლების განრიგი, შეიძლება თუ არა თავისუფალი გრაფიკის შემუშავება, ინტენსიური სემინარების ჩატარება?
პასუხი: შესაძლებელია
ინტენსიური ლექცია/სემინარების ჩატარება აკადემიური პერსონალის გრაფიკის გათვალისწინებით. შეთანხმება უნდა მოხდეს ყოველი სემესტრის დასაწყისში და წინასწარ დაფიქსირდეს პროგრამების ცხრილში, აგრეთვე წინასწარ ეცნობოს სტუდენტებს.

კითხვა: როდის უნდა მომზადდეს სალექციო კურსის/სემინარის საკითხავი ლიტერატურის მასალა?
პასუხი:
სალექციო კურსებისა და სემინარების რიდერის მომზადება/განახლება ხდება ყოველი სემესტრის წინა 2 კვირის განმავლობაში. სემესტრის პირველ კვირაში საკითხავი მასალა უნდა იყოს დასრულებული სახით ჩაბარებული ბიბლიოთეკაში.

კითხვა: რა ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი შეფასების უწყისი, როდის?
პასუხი:
სტუდენტების შეფასების წარმოდგენა ხდება ფორმა 82 (უწყისის) ფორმის მეშვეობით ცენტრის მიერ წინასწარ დადგენილი აკადემიური კალენდრის თარიღების შესაბამისად. ძირითადად სალექციო კურსის/სემინარის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში.

მიმდინარე პროექტები

კითხვა: ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროექტების ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში (სემინარებში, პრეზენტაციებში)?
პასუხი: ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების სემინარებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობას იღებენ წინასწარ განსაზღვრული სამიზნე ჯგუფები. იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავს ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია, ცენტრი აცხადებს კონკურსს, ან პირდაპირ დებს ინფორმაციას ცენტრის ვებ გვერდზე.

კითხვა: სად შეიძლება მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია პროექტების ანგარიშების შესახებ?
პასუხი:  ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ გვერდზე ”საქმიანობის” მენიუში. უფრო დეტალური მასალების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრის ადმინისტრაციას ”ონ-ლაინ” განაცხადის მეშვეობით. თვენი განაცხადი განიხილება და მიიღებთ შესაბამის პასუხს ელ. ფოსტის საშუალებით.

კითხვა: კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში სად დევს სრული ინფორმაცია და ვის უნდა მივმართოთ დეტალების დასაზუსტებლად?
პასუხი: კონკურსის შემთხვევაში, ინფორმაცია დევს ვებ-გვერდზე ”სიახლეებში”. თუ რაიმე ფორმა/საგანაცხადო დოკუმენტი არ არის ატვირთული ვებ-გვერდზე, დაუკავშირდით ცენტრის ადმინისტრაციას ტელეფონით 102781, ან ელ. ფოსტით: contact@ucss.ge

კითხვა: სად შეიძლება ცენტრის პროექტის ფარგლებში შესრულებული აკადემიური თარგმანებისა და სხვა გამოცემების მოპოვება?
პასუხი: ცენტრის ხელშეწყობით გამოცემული ახალი სამაგისტრო სალექციო კურსების დამხმარე სახელმძღვანელოებისა და გაფართოებული სილაბუსების სრული ტექსტები ატვირთულია ცენტრის ვებ-გვერდზე ”გამოცემების” მენიუში. აკადემიური თარგმანებითა, და სხვა გამოცემებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ცენტრის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის მუშაობის განრიგთან და წესებთან დაკავშირებით მიაკითხეთ ცენტრის ადმინისტრაციას ტელეფონით 102781, ან ელ. ფოსტით: contact@ucss.ge, ოფისი: თსუ მეორე კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 141, 145.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა