ჩვენს შესახებ
დირექტორის მესიჯი
ისტორია
ორგანიზაციული სტრუქტურა
ცენტრის მმართველობა
აკადემიური პერსონალი
მოწვეული ლექტორები
ადმინისტრაცია
ცენტრის რესურსები
ბიბლიოთეკა
ელექტრონული მონაცემთა ბაზა
კომპიუტერული ოთახი
საკლასო და საკონფერენციო ოთახები
აკადემიურ კავშირებში დახმარება
სტუდენტური მეილბოქსები
აუდიო-ვიზუალური ტექნიკა
ასლგადამღები და საბეჭდი ტექნიკა
განცხადებების დაფა
ვებ-საიტი და სხვა ონლაინ-რესურსები
ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი
ხშირად დასმული შეკითხვები
ადგილმდებარეობა

ბიბლიოთეკა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკა პროფესორ ედუარდ კოდუას სახელს ატარებს და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარული, საერთაშორისო აკადემიური პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვისაა გამიზნული. ბიბლიოთეკა აგრეთვე ღიაა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაგისტრანტებისა და ლექტორებისათვის. ამჟამად ბიბლიოთეკაში დაახლოებით 6 ათასი ტომია, რომელთა უმრავლესობა მონოგრაფიაა. წიგნების უმრავლესობა ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებზეა.

კატალოგის ჩამოტვირთვა

ბიბლიოთეკაში წიგნები შემდეგ კატეგორიებადაა დალაგებული:

• ფილოსოფია და რელიგია
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერება
• საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონული კვლევები
• ფსიქოლოგია
• სოციოლოგია
• გენდერი
• სასწავლო მასალები - რიდერები სასწავლო კურსებისა და სემინარების მიხედვით
• ლექსიკონები
• აკადემიური წერის მასალები
• კვლევის მეთოდების მასალები

ბიბლიოთეკის მოხმარების წესები და ტექნიკური საშუალებები

წიგნების განლაგება თაროებზე: თაროების თითოეულ სვეტში აწყვია გარკვეული კატეგორიის წიგნები (მაგ. პოლიტიკური მეცნიერება), რომლებიც, თავის მხრივ, დაჯგუფებულია ენის მიხედვით, ხოლო ენობრივ ჯგუფებში წიგნები ავტორის გვარების ანბანური რიგითაა დალაგებული. თითოეულ წიგნს აქვს თავისი კოდი, რომელზეც მინიშნებულია წიგნის კატეგორიის პირველი სამი ასო, შემდეგ წიგნის ავტორის გვარის პირველი სამი ასო და წიგნის სახელწოდების პირველი სამი ასო. თუ ბიბლიოთეკაში წიგნის ერთზე მეტი ეგზემპლარია, კოდის ბოლოს მითითებულია ეგზემპლარის ნომერიც. ბიბლიოთეკის ყველა წიგნი შესულია ელექტრონულ კატალოგში, რომელიც აღჭურვილია ავტომატური ძიების სისტემით და რომლის მოხმარების ტრენინგიც მაგისტრანტებს სასწავლო წლის დასაწყისში უტარდება. წიგნების გატანა ბიბლიოთეკიდან აკრძალულია. ბიბლიოთეკა აღჭურვილია დამცავი სიგნალიზაციით, რომელიც წიგნის უნებართვო გატანის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტს აქვს სურვილი წიგნის ან სხვა სახის სასწავლო მასალის ასლი გადაიღოს, უნდა მიმართოს ბიბლიოთეკარს, დაუტოვოს გადასაღები წიგნის ზუსტი დასახელება და მიუთითოს საჭირო გვერდები. ასლის დამზადება ხდება 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში იმისდა მიხედვით თუ რამდენი სამუშაო აქვს ტექნიკურ განყოფილებას. ყველა სტუდენტს შეუძლია ამობეჭდოს ან ასლად გადაიღოს 200 გვერდი უფასოდ.

გარეშე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ცენტრის ბიბლიოთეკა ღიაა კვირის განსაზღვრულ დღეებში. ბიბლიოთეკის მოხმარების განრიგს და წინასწარ ჩაწერას ბიბლიოთეკის მენეჯერი აწარმოებს.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა