მარინე ჩიტაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თანამდებობა:პროფ. ჩიტაშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დღემდე.
ბიოგრაფიული ჩანაწერი: პროფ. ჩიტაშვილი ხელმძღვანელობდა ცენტრის მთავარი პროექტის ”სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება სოციალურ მეცნიერებებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში” განხორციელებას 2003-2008 წლებში. იგი პროექტის ფარგლებში ზედამხედველობდა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ თსუ-ს ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამებს ”საზოგადოება და პოლიტიკა”, ”საზოგადოება და მოდერნიზაცია”, ”სოციალური ცვლილებების პოლიტიკა”, ”სამხრეთ კავკასია გარდამავალ პერიოდში”, ”გენდერი”, საერთაშორისო პროგრამას ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”. აღნიშნული პროგრამების ინსტიტუციონალიზაცია განხორციელდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2005 წლიდან გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორი. 2003-2005 წწ. ქალბატონი მარინე იყო ფსიქოლოგიის ფალულტეტის დეკანი. 2000-2003 წწ. პროფესორი ჩიტაშვილი იყო ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” (OSGF) სოციალური მეცნიერებების მხარდამჭერი პროგრამის დირექტორი. 1995 წლიდან იგი მიწვეული იყო მკვლევრად ლუნდის უნივერსიტეტში (Lund University), თეოლოგიის ინსტიტუტში, რელიგიის ფსიქოლოგიის დეპარტამენტზე. 2005 წელს იგი გახლდათ თსუ-ს პრორექტორი აკადემიური პროგრამების განვითარების დარგში. 2007 წელს მიიღო Fullbright-ის სტიპენდია განათლების მენეჯმენტში სტენფორდის უნივერსიტეტში.
გიორგი ხელაშვილი, ფილოსოფიის მეცნერებათა დოქტორის კანდიდატი საერთაშორისო ურთიერთობებში, ოქსფორდის უნივერსიტეტი
თანამდებობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” ადგილობრივი აკადემიური ხელმძღვანელი
ბიოგრაფიული ჩანაწერი:გიორგი ხელაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2003 წლიდან. 2003-2006 წლებში ის იყო ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი. გიორგი ხელაშვილი კოორდინირებას უწევდა სოციალურ მეცნიერებებში ახალი ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” განვითარებასა და დანერგვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2001-2006 წლებში ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2006 წელს ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტს. გიორგი ხელაშვილი მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოწვეულ მკვლევარად მონტერეის ცენტრში, ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს ანალიტიკური სტატიები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და მუშაობდა ჟურნალისტად ქართულ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოში (IREX). გიორგის აკადემიური ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, კავკასიის რეგიონულ კვლევებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და პოსტ-საბჭოთა სფეროს უსაფრთხოების საკითხებს. გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეფორმის პროცესში. 2010 წლის ივლისიდან გიორგი ხელაშვილი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო აკადემიური პროგრამის სტიპენდიანტი, ხოლო 2010 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს სოციალურ მეცნირებათა ცენტრის კვლევის განვითარების დეპარტამენტს. იგი აგრეთვე არის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” ადგილობრივი აკადემიური ხელმძღვანელი.
თამარ ცხადაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
თანამდებობა: გენდერის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ; გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამების (საერთაშორისო და ქართულენოვანი) ადგილობრივი ხელმძღვანელი.
ბიოგრაფიული ჩანაწერი: თამარ ცხადაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი და იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 2006 წელს. 1999-2001 წლებში საქართველოს სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა ფილოსოფიურ დისციპლინებს. 2001 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თსუ-ში ჯერ მასწავლებლად, შემდეგ ასისტენტ პროფესორად. 2004 და 2005 წლებში კვლევისა და კურსების განვითარების მიზნით მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე. მუშაობს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებზე. 2009 წლის ნოემბრიდან თამარ ცხადაძე არჩეულ იქნა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად გენდერის მიმართულებით. 2009-2010 სასწავლო წლიდან იგი არის გენდერის კვლევის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის, ხოლო 2010-2011 სასწავლო წლიდანსაერთაშორისო, ინგლისურენოვანი გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის ადგილობრივი ხელმძღვანელი.