ჩვენს შესახებ
დირექტორის მესიჯი
ისტორია
ორგანიზაციული სტრუქტურა
ცენტრის მმართველობა
აკადემიური პერსონალი
აკადემიური მრჩევლები
აკადემიური ხელმძღვანელები
ლექტორები
მოწვეული ლექტორები
ადმინისტრაცია
ცენტრის რესურსები
ხშირად დასმული შეკითხვები
ადგილმდებარეობა

ლექტორები

ინტერდისციპლინარული რეგიონული სამაგისტრო პროგრამა ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”

გიორგი ხელაშვილი, ფილოსოფიის მეცნერებათა დოქტორის კანდიდატი საერთაშორისო ურთიერთობებში, ოქსფორდის უნივერსიტეტი

თანამდებობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” ადგილობრივი აკადემიური ხელმძღვანელი

კურსი CSS-ში: საერთაშორისო ურთიერთობების თეორია; პოსტ-საბჭოთა პოლიტიკა; საგარეო პოლიტიკის ანალიზი. სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: გიორგი ხელაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2003 წლიდან. 2003-2006 წლებში ის იყო ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი. გიორგი ხელაშვილი კოორდინირებას უწევდა სოციალურ მეცნიერებებში ახალი ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” განვითარებასა და დანერგვას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2001-2006 წლებში ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2006 წელს ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტს. გიორგი ხელაშვილი მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოწვეულ მკვლევარად მონტერეის ცენტრში, ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. მას გამოქვეყნებული აქვს ანალიტიკური სტატიები ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და მუშაობდა ჟურნალისტად ქართულ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოში (IREX). გიორგის აკადემიური ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, კავკასიის რეგიონულ კვლევებს, ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და პოსტ-საბჭოთა სფეროს უსაფრთხოების საკითხებს. გიორგი ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეფორმის პროცესში. 2010 წლის ივლისიდან გიორგი ხელაშვილი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო აკადემიური პროგრამის სტიპენდიანტი, ხოლო 2010 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს სოციალურ მეცნირებათა ცენტრის კვლევის განვითარების დეპარტამენტს. იგი აგრეთვე არის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” ადგილობრივი აკადემიური ხელმძღვანელი.

კობა თურმანიძე, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი; საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტი; CEU დოქტორანტი

თანამდებობა: კავკასიის კვლევების სარესურსო ცენტრის დირექტორი, საქართველოში.

კურსი CSS-ში: ”გარდამავალი ხანის ეკონომიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: კობა თურმანიძე ცენტრთან 2006 წლიდან თანამშრომლობს. 2007 წლის იანვრიდან ივლისამდე კობა თურმანიძე ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” კოორდინატორი იყო. არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური განათლების პროექტის სტიპენდიანტი.

ხათუნა სალუქვაძე, მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი; მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა

თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დირექტორის მოადგილე; თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; აკადემიური პროგრამების სტიპენდიანტი (AFP).

კურსები CSS-ში: ”საჯარო სექტორის სტრატეგიული ადმინისტრირება”; ”საერთაშორისო უფლებები”, ”სუვერენიტეტი და ინტერვენცია” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ხათუნა სალუქვაძე ცენტრთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. 2008 წელს იგი იყო ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის სოციალურ მეცნიერებებში “ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” მიმართულების აკადემიური კოორდინატორი. გარდა მაგისტრის ხარისხებისა, ასევე გავლილი აქვს სადოქტორო სწავლებები ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა მკვლევარად ჯონს ჰოპკინსის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ხათუნას აკადემიურ ინტერესებში შედის საზოგადოებრივი სექტორის ადმინისტრირება და მმართველობა, კასპიის რეგიონის პოლიტიკა და უსაფრთხოება, ევროპული უსაფრთხოება, ამერიკისა და ევროპის საგარეო პოლიტიკა. ამჟამად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

ლიკა წულაძე, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ

თანამდებობა: თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

კურსი CSS-ში: ”აკადემიური წერა”, ”რაოდენობრივი კვლევის მეთოდები”, ”კულტურის სოციოლოგია” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ლიკა წულაძე ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. იგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU) სასწავლო კურსის განვითარების კონკურსის (CDC) გრანტის მფლობელია. ჩართულია INTAS-ის პროექტში - მიგრაციის გავლენა ახალ ევროპულ საზღვრებზე. UNFPA-ის პროექტი მამაკაცთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოკვლევა საქართველოში, ასევე DEID-ის, OSGF-ის, GAC-ის ცვლილებების თანმიმდევრობაზე სამეთვალყურეო პროექტები. სადოქტორო დაიცვა 2004 წელს ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე სოციალიზაციის საკითხები (ავტონომია და სანქციები) საქართველოს კულტურასთან მიმართებაში. მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება საქართველოში მოზარდთა სუბკულტურას; ასევე ავითარებს სუბკულტრის სოციოლოგიას სამაგისტრო პროგრამისათვის.

ქეთევან ვაშაკიძე, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, კოლუმბიის უნივერსიტეტი

თანამდებობა: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი.

კურსი CSS-ში: ”სტრატეგიული ადმინისტრირება საჯარო სექტორში” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ქეთევან ვაშაკიძე ცენტრთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. იგი იყო ასისტენტ-პროფესორი (საზოგადოებრივიგეოგრაფიის დეპარტამენტი) 2005-2006 წლებში, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების სტიპენდიანტი 2005-2006 წწ. ქეთევან ვაშაკიძე თსუ-ში ლექციებს 1998 წლიდან კითხულობს. სამაგისტრო დაიცვა კოლუმბიის უნივერსიტეტში თემაზე სოციალური და ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკის ანალიზი. ასევე გავლილი აქვს სადოქტორო სწავლებები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გეოგრაფიაში თსუ-სა და ედინბურგის უნივერსიტეტებში (Edinburgh University). ხელმძღვანელობდა უმაღლესი განათლების რეფორმის პროგრამას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (ყოფილი საბჭოთა კავშირის ახლად დამოუკიდებლობა მიღებული ქვეყნები და მონღოლეთი) შორის. მუშაობდა საქართველოს მთავრობის კონსულტანტად, მსოფლიო ბანკში (Word Bank Group) და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციასა და უნივერსიტეტში, ასევე გაეროს განვითარების რეგიონალურ ცენტრში (UNDP) ბანკოკში და გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდში (UNICEF) ნიუ-იორკსა და ბოლივიაში. ამჟამად ქეთევან ვაშაკიძ არის ევრაზიის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.

ნანა მაჭარაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამდებობა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ს.ს.ი.პ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მიმდინარე პოლიტიკისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი.

კურსი CSS-ში: ”პოლიტიკის ანალიზი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ნანა მაჭარაშვილი ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. ნანა მაჭარაშვილმა 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ეროვნული შერიგების პრობლემის საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო”, მანმადე კი სწავლობდა მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა რუსულ-ბრიტანულ სასწავლებელში. 2005 წლიდან ნანა მაჭარაშვილი არის AFP-ის პროგრამის სტიპენდიანტი. ნანა მაჭარაშვილი ასევე აქტიურადაა ჩართული საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სხვადასხვა სატრეინინგო პროგრამებში. მისი კვლევით ინტერესებია შერიგების პროცესი პოსტკონფლიქტურ საზოგადოებებში, გარდამავალი პერიოდის სამართალი და სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი ჩართულობა საჯარო პოლიტიკაში, საჯარო ადინისტრირებირების რეფორმირება, კონფლიქტების გადაწყვეტა და ა.შ.

ნინო ჟვანია, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ

თანამდებობა: თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი

კურსი CSS-ში: ”საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ნინო ჟვანია ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. იგი თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა სალექციო კურსებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში: ”საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია”, ”შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში”, ”მეოცე საუკუნის დიპლომატიის ისტორია”. 2004-2005 წლებში იყო ევრაზიის ფონდის საჯარო მართვისა და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წელს ამავე ფონდის კერძო საწარმოების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი. 2000 – 2003 წლებში ნინო გახლდათ გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობის ოფისში დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საველე ხელმძღვანელი, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ახლებული მიდგომის პროგრამის კოორდინატორი. 2004 წელს ნინომ მიიღო აკადემიური სტიპენდია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში ახალი სამაგისტრო კურსის ”საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია” მომზადებისათვის. 2005 წლიდან იგი კითხულობს აღნიშნულ სალექციო კურსს ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ სამაგისტრო პროგრამებში და აქტიურად მონაწილეობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში.

ჯორჯ ველტონი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, უელსის უნივერსიტეტი

თანამდებობა: მკვლევარი სხვადასხვა პროექტში.

კურსი CSS-ში: ”პოლიტიკური იდენტობა და ერი-სახელმწიფო”, ”საგარეო პოლიტიკის ანალიზი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ჯორჯ ველტონი ცენტრთან 2004-2007 წლებში თანამშრომლობდა. იყო CSS-ის საბჭოს წევრი და აკადემიური პროგრამების სტიპენდიანტი (AFP) 2005-2006 წლებში. ამავე პერიოდში იგი იყო სამაგისტრო პროგრამის ”სამხრეთ კავკასია ტარანსფორმაციის პერიოდში” თანადირექტორი და თანამშრომლობდა ცენტრთან სტივენ ჯონსის ხელმძღვანელობის ქვეშ პროგრამის კურიკულუმის განვითარებისა და ადმინისტრირების საკითხებში. იგი აგრეთვე მონაწილეობდა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში. მისი ამჟამინდელი კვლევა ეხება ყოფილ საბჭოთა კავშირში გადაწყვეტილების მიღებასა და ნაციონალურ იდენტურობას შორის ურთიერთკავშირს. ის ასევე ჩართულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უნივერსიტეტბს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. ასწავლიდა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა საგნებს აბერისთვითის (Aberystwyth University), გოლდსმიტისა (Goldsmiths University) და ღია უნივერშიტეტებში (Open University).

ტიმოთი ბლაუველტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნიუ-ორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამდებობა: ”ამერიკული საბჭოების საერთაშორისო განათლებისათვის” დირექტორი საქართველოში.

კურსი CSS-ში: “საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ისტორია” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ტიმ ბლაუველტი ცენტრთან 2005-2008 წლებში თანამშრომლობდა. იგი საქართველოში პირველად 1999-2000 წწ. ჩამოვიდა როგორც ამერიკის საბჭოსა და ეროვნული უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის (NSEP) წარმომადგენელი და მუშაობდა თემაზე კულტურული თეორია და ნაციონალიზმისა და მოქალაქეობის შეგრძნებები საქართველოს რესპუბლიკაში. 2002-2003 წწ. დაბრუნდა საქართველოში და აზია-აფრიკის ინსტიტუტში, ასევე თსუ-ს ამერიკის შესწავლის ცენტრში და დიპლომატიის აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე. 2006 წლის გაზაფხულიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში რეგიონულ სამაგისტრო პროგრამაზე კითხულობს ლექციას ”საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ისტორია”. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები ნაციონალიზმის კვლევებში, კომუნისტურ და პოსტ-კომუნისტური საზოგადოების კვლევებში, ომისა და საზოგადოების საკითხებში.

საბინე ფრეიზერი, მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი სოციალური პოლიტიკაში, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლა

კურსი CSS-ში: ”საერთაშორისო ომი და მშვიდობა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: საბინე ფრეიზერი ცენტრთან 2005-2006 წლებში თანამშრომლობდა. მისი სადოქტორო ხარისხის თემა ეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევას, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების გავლენას მშვიდობის გამყარებაზე ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ტაჯიკეთში. 1997-98 წლებში მუშაობდა ერთობის განვითარების კოორდინატორად სარაევოს ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ეუთოს მისიის დემოკრატიზაციის დეპარტამენტში, სარაევოში. 2003 წ. საბინე გახლდათ პოლიტიკური მრჩეველი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. 2004 წელს ის გახდა კრიზისის მოგვარების საერთაშორისო ჯგუფის დირექტორი საქართველოში და ხელმძღვანელობდა ოფისებს თბილისში, ბაქოსა და ერევანში 2007 წლამდე. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან საბინე ფრეიზერი თანამშრომლობდა 2005-2006 წლებში როგორც მოწვეული ლექტორი და კითხულობდა სალექციო კურსს ”საერთაშორისო ომი და მშვიდობა” რეგიონულ სამაგისტრო პროგრამაში ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში”.

გიორგი გოგია, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

კურსი CSS-ში: ”საერთაშორისო ომი და მშვიდობა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: გიორგი გოგია ცენტრთან 2005-2007 წლებში თანამშრომლობდა. 2003 წლიდან იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის ანალიტიკოსი. ამჟამად არის თბილისის ილია ჭაჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი ინტერესები მოიცავს მოუგვარებელ კონფლიქტებს სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთზე და ამ კონფლიქტებზე საერთაშორისო საზოგადოების გავლენას.

თინათინ ზურაბიშვილი, დოქტორის ხარისხი ჟურნალისტიკაში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამდებობა: მონაცემთა ინიციატივის რეგიონალური კოორდინატორი, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უნივერსიტეტის ხარისხი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

კურსი CSS-ში: ხარისხობრივი კვლევითი მეთოდები (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: თინათინ ზურაბიშვილი ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. 2004-2005 წწ. თინა ზურაბიშვილი იყო კალიფორნიის, ლოს ანჟელესის, სოციოლოგიის დეპარტამენტის სტიპენდიანტი. დოქტორის ხარისხის დაცვამდე 2 წლის განმავლობაში სწავლობდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მთავარი საკვლევი პროექტებია: სიღარიბე, ეთნიკურობა და გენდერი აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის ტრანსფორმაციის პირობებში, მუშათა მიგრაცია საქართველოდან, საქართველოს უმაღლესი განათლების რეფორმა და მისი გავლენა ე.წ. ”კორუფციის კულტურაზე” უნივერსიტეტებში. 2004-2005 წწ თინათინმა გაიმარჯვა ცენტრის მიერ გამოცხადებულ აკადემიური სტიპენდიების კონკურსში და მიიღო სტიპენდია ახალი სამაგისტრო სალექციო კურსის ”თვისებრივი კვლევის მეთოდების” მოსამზადებლად. აღნიშნული კურსი გამოიცა ცენტრის მიერ გაფართოებული სილაბუსის სახით 2006 წელს. თინათინი ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ სამაგისტრო პროგრამებში ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და ”გენდერი” სალექციო კურსს კითხულობს 2005 წლიდან. იგი ექსპერტის სტატუსით ჩართული იყო ცენტრის მიერ განხორციელებულ რიგ მთარგმნელობით პროექტში და მონაწილეობდა წიგნის ”სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებაში” თარგმანის სარედაქციო ჯგუფის მუშაობაში. ცენტრთან თანამშრომლობის პერიოდში თინათინ ზურაბიშვილი, აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული ცენტრის ბიბლიოთეკის განვითარებაში და სასწავლო რესურსების მომზადებაში.

აკაკი დვალი, პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, მონტერეის ინსტიტუტი

თანამდებობა: პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი

კურსი CSS-ში: ”პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის მეთოდები” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: აკაკი დვალი ცენტრთან 2005-2007 წლებში თანამშრომლობდა. გარდა მაგისტრის წოდებისა, აქვს აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სამართალში. გააჩნია საქართველოს მთავრობაში მუშაობის დიდი გამოცდილება, ეკავა წამყვანი თანამდებობები თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ინტერპოლი) და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოში. ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ რეგიონულ სამაგისტრო პროგრამაზე ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” მოწვეული ლექტორის სახით მოღვაწეობდა 2005-2007 წლებში.

ჰანს გუთბროდი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი

თანამდებობა: კავკასიის კვლევების სარესურსო ცენტრის რეგიონული დირექტორი (CRRC).

კურსი CSS-ში: ”პრეზენტაციის უნარ-ჩვევები და საჯარო დებატები”, ”აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები”, ”საგარეო პოლიტიკის ანალიზი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ჰანს გუთბროდი ცენტრთან 2004 – 2007 წლებში თანამშრომლობდა. იგი სამი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში და თითქმის მთლიანად იმოგზაურა რეგიონში. ამჟამად ის მუშაობს უმაღლესი განათლების საკითხებზე და მოწინავე მეთოდოლოგიების სწავლებაზე აკადემიურ და პროფესიულ ჭრილში. დაწერილი აქვს სახელმძღვანელო წარმატებული ურთიერთობების შესახებ ქართულ და ბულგარულ ენებზე, რომელიც ასევე ითარგმნა რამდენიმე ქვეყანაში. მუშაობდა ეუთო-სათვის, ჩატარებილი აქვს სხვადასხვა კონსულტაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ბერლინის ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის დაარსებაში. დაცული აქვს სადოქტორო და სამაგისტრო საერთაშორისო ურთიერთობებში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (London School of Economics). იგი აგრეთვე მუშაობდა ხელნაწერებზე, რომლებიც ეხება უმაღლესი განათლების მიზნებსა და მეთოდებს. ამჟამად იგი გახლავთ კავკასიის კვლევების სარესურსო ცენტრის რეგიონული დირექტორი. ჰანსი აქტიურად იყო ჩართული რეგიონული სამაგისტრო პროგრამის ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” სასწავლო პროცესში და კითხულობდა რამოდენიმე სალექციო კურსსა და კვლევით სემინარს.

მაია კალანდაძე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორანტი

კურსი CSS-ში: “ინგლისური სპეციალური მიზნებისათვის”, ”აკადემიური წერა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: მაია კალანდაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. მან უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო მეცნიერებათა აკადემიის ინგლისური ენის კათედრაზე. 2000 წელს გახდა სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის გრანტის მფლობელი, რომელიც მას მიენიჭა რათა შეემუშავებინა აკადემიური წერისა და ინგლისური სპეციალური მიზნებისათვის კურსები სოციალური მეცნიერებების პროფესორ მასწავლებლებისათვის და მაგისტრანტებისათვის. ამავე წელს მაია გაემგზავრა ბუდაპეშტში სადაც ცეტრალური ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური აკადემიური წერის კათედრის გამგის, ჯონ ჰაბორდის ხელმძღვანელობით შექმნა ზემოთ აღნიშნული კურსები, რომლებსაც ატარებდა თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელბის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა პროფესორ მასწავლებლებისათვის და მაგისტრანტებისათვის 2005 წლის ჩათვლით. ამჟამად განაგრძობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობას და პარალელურად მუშაობს საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც აგრეთვე არის ლინგვისტიკის კათედრის დოქტორანტი. მას გამოცემული აქვს სახელმძღვანელო აკადემიურ წერაში და არის რამოდენიმე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.

 პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი; სტენფორდის უნივერსიტეტისა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროგრამების კურსდამთავრებული; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ

თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის ანალიზის სამმართველოს უფროსი, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კურსი CSS-ში: “განვითარების პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: დავით აბესაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგი კითხულობს რამდენიმე საგანს, მათ შორის სამაგისტრო კურსს – განვითარების პოლიტიკა. 2004-2005 წწ. იყო მიწვეული მკვლევარი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (ახალგაზრდა ლექტორთა განვითარების პროგრამის – JFDP ფარგლებში). ამჟამად არის აკადემიური პროგრამების სტიპენდიანტი.

დიმიტრი გუგუშვილი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი პოლიტიკის კვლევაში, ედინბურგის უნივერსიტეტი. სოციალურ მეცნიერებათა ხარისხი სოციალური ცვლილებების პოლიტიკაში, თსუ-ს ინტერნდისციპლინარული პროგრამა, ადმინისტრირებული სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ

თანამდებობა: სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი, UNICEF

კურსები CSS-ში: ”სოციალური პოლიტიკა”, ”პოსტ-კომუნისტური ტრანსფორმაციის პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: დიმიტრი გუგუშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. იგი არის საჯარო პოლიტიკის მკვლევარი, რომლის კვლევის ინტერესი სოციალური პოლიტიკის საკითხები წარმოადგენს. ედინბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის კვლევის სამაგისტრო პროგრამის დამთავრების შემდეგ დიმიტრი მუშაობდა კონსულტანტად სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისათვის საქართველოში სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებისათვის. იგი აგრეთვე მუშაობდა საქართველოს მთავრობისათვის და UNICEF-თვის. დიმიტრის ამჟამინდელ კვლევით სფეროს წარმოადგენს კეთილდღეობაზე ორიენტირებული რეჟიმის/ სახელმწიფოს მშენებლობა განვითარებად ქვეყნებში, სტრუქტურული დარეგულირების პოლიტიკის გავლენა სიღარიბესა და პოსტ-კომუნისტურ ტრანსფორმაციაზე. დიმიტრი არის აკადემიური განათლების პროგრამის სტიპენდიანტი (OSI HESP, AFP).

თამარ ხუნწარია, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის პოლიტიკაში, ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)

თანამდებობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ლექტორი; ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენელი საქართველოში.

კურსები CSS-ში: ”საერთაშორისო ორგანიზაციები”, ”ევროკავშირის პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: თამარ ხუნწარია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. იგი არის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი (Edmund Muskie Fellow). თამარს აქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საქართველოში ხელმძღვანელობდა განათლების, მედიის და კომუნიკაციების რეფორმების პროგრამებს. იგი ასევე იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. ამჯამად თამარ ხუნწარია წარმოადგენს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საქართველოში. იგი არის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდიანტი 2008-2009 წწ.

მიხეილ თოქმაზიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თანამდებობა: საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ფონდი CASE-ტრანსკავკასიის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის წამყვანი მეცნიერ-მკვლევარი.

კურსები CSS-ში: (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: მიხეილ თოქმაზიშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლიდან თანამშრომლობს. იგი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში საბიუჯეტო ოფისში მაკროეკონომიკის განყოფილების გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტში. იყო მსოფლიო ბანკის ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის პროგრამის “სოციალური პოლიტიკის რეფორმები გარდამავალ ქვეყნებში” ხელმძღვანელი საქართველოში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მის აკადემიურ ინტერესებში შედის გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, მონეტარული პოლიტიკა.

ანა ტაბიძე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის მაგისტრი, გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტი, ნიდერლანდები

თანამდებობა: ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა

კურსი CSS-ში: ”საერთაშორისო სამართალი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ანა ტაბატაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს. 2005 წლიდან ლექციებს კითხულობს კავკასიის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში. პროფესიული განვითარების კუთხით ანამ გაიარა შემდეგი კურსები: აკადემიური წერის, სილაბუსის შედგენისა და განახლების კურსი. იგი ასევე გახლავთ სტატიის ავტორი თემაზე “პირველი ნაბიჯები იურიდიული წერის სწავლებისას”. ბოლო რამდენიმე წელია ანა ტაბიძე ჩართულია იმიტირებული პროცესების ორგანიზებაში. 2007 წელს იგი გახლდათ ჯესაფის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების საქართველოში გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი. ამჟამად, ლექტორობასთან ერთად ანა აგრეთვე მოღვაწეობს იურიდიულ ფირმაში “მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური”.

სერგი კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრი

თანამდებობა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

კურსი CSS-ში: ”ევროკავშირის პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: სერგი კაპანაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. 2003-2004 წლებში მუშაობდა მკვლევარად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში. 2004 წელს იყო გაზეთის ”24 საათი” ახალი ამბების რედაქტორი. 2004-2005 წლებში მუშაობდა პოლიტიკის ანალიტიკოსად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტში. 2005 წელს იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2006 წელს სერგი მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ანალიტიკურ ჯგუფში. 2006 წლის ოქტომბრიდან სეგრგი გახდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2007 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2004 წელს მიიღო სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდია სამაგისტრო კურსის ”ევროკავშირის პოლიტიკა” მომზადებისათვის. აღნიშნული კურსი დაინერგა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამებში. სერგი გარდა სალექციო კურსის წაკითხვისა, მონაწილეობს ცენტრის ბიბლიოთეკის განვითარებაში და აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევს ცენტრის სტუდენტებს სამაგისტრო თემების დაწერაში. სერგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტზე: ”საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი”, ”კვლევის მეთოდები და აკადემიური წერა”, ”ევროპული ინტეგრაციის თეორიები”, ”ევროპული ინტეგრაციის ისტორია”. იგი მიწვეულია ლექტორის სახით აგრეთვე ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში და ევროპის კვლევების ინსტიტუტში, თსუ, ევროპული კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე.

ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ბაილორის უნივერსიტეტი, აშშ

თანამდებობა: მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი.

კურსი CSS-ში: ”საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ეკა აკობია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2004 წლიდან თანამშრომლობს. მისი პროფესიული კვლევის და სპეციალიზაციის სფეროებია გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხები და ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები. ამჟამად ის იკვლევს ნატოსა და ევრო კავშირის ურთიერთობებს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და ამ მოვლენების შესაძლო ზეგავლენას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. უმაღლესი აკადემიური შეფასებით. იგი ასევე გახლავთ ამერიკის ეროვნული საპატიო პოლიტიკური საზოგადოება ფაი სიგმა ალფას წევრი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდში მოსვლის შემდეგ იგი გაგზავნილ იქნა ნატოს შესწავლის ცენტრთან არსებული ნატოს უმაღლესი აღმასრულებელი მაგისტრატურის კურსებზე, ქ. ბუქარესტი, რუმინეთი. ამასთან იგი ესწრებოდა სხვადასხვა კურსებს უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს შტაბბინაში და ბელგიის სამეფო თავდაცვის კოლეჯში. ამჟამად ეკა აკობია არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც იგი ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს. 2004 წელს ეკა აკობიამ გაიმარჯვა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიების კონკურსში და მოამზადა სამაგისტრო კურსი ”საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები”ქართულ ენაზე, რომელიც დაინერგა ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამების კურიკულუმში და გამოიცა ქართულენოვანი სასწავლო მასალის სახით. ეკა აქტიურად მონაწილეობდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბიბლიოთეკისა და სასწავლო რესურსების განვითარებაში.

გიორგი მჭედლიშვილი

კურსი CSS-ში: ”სამხრეთ კავკასიის გეო-პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

დავით მაცაბერიძე

თანამდებობა: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორანტი, AFP სტიპენდიანტი.

კურსი CSS-ში: ”ნაციონალიზმის კვლევა: თეორია და პრაქტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი:

დავით მაცაბერიძე, ისტორიის ბაკალავრი (2005), კულტურის კვლევების მაგისტრი (2007), ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნაციონალიზმის კვლევების მაგისტრი (2008), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი), უნგრეთი. 2009 წლიდან დღემდე არის ნაციონალიზმის კვლევების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2009 წლიდან არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი. როგორც ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არსებული აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) სტიპენდიანტი კითხულობს ლექციებს სოციალურ მეცნირებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამაში ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი ინტერესის სფეროებია იდენტობა, ნაციონალიზმი და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია. არის ავტორი წიგნისაკონფლიქტი ცხინვალის რეგიონში (1989 – 2008): ქართულ-სამხრეთ ოსური ნაციონალიზმების ურთიერთქმედება,” ლამბერტის აკადემიური გამომცემლობა, 2010, ინგლისურ ენაზე. თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2009 წლის სექტემბრიდან.


ბიპი კარლსონი

კურსები CSS-ში: ”კულტურა და ინდენტობა გლობალიზებულ მსოფლიოში”; ”ინტენსიური სემინარი კვლევის მეთოდებში” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

არონ ერლიხი

კურსი CSS-ში: ”მიგრაციის პოლიტიკა საერთაშორისო პერსპექტივაში” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).


ენდრიუ ჰარგრივსი

მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ომის კვლევებში, ლონდონის სამეფო კოლეჯი, მაგისტრის ხარისხი თანამედროვე ისტორიაში, ოქსფორდის უნივერსიტეტი;

თანამდებობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მოწვეული პროფესორი;

კურსი CSS-ში: აკადემიური წერა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები (საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამებში ”ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” და ”გენდერის კვლევა”)

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ენდრიუ ჰარგრივსის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობს 2010 წლის სექტემბრიდან. მან დოქტორის ხარისხი მოიპოვა ლონდონის სამეფო კოლეჯში 2009 წელს ”ომის კვლევის” სფეროში, მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო ”1929-1945 წლებში ანგლო-ამერიკული ”კომანდოს” და სპეციალური შეიარაღებული ძალების ფორმირებებების წარმოქმნის, გამოყენებისა და ევოლუციის ანალიზი”. მისი ამჟამინდელი კვლევის ინტერესი მოიცავს მეორე მსოფლიო ომს, სპეციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ოპერაციებს, არარეგულარულ საომარ მოქმედებებს, მასკირებულ/შენიღბულ ოპერაციებს, სადესანტო ოპერაციებს, დაზვერვასა და ანგო-ამერიკულ ურთიერთობებს.  


გორდანა ველიჩკოვსკა,

მაგისტრის ხარისხი გამოყენებითი სოციალური კვლევაში, ტრინიტის კოლეჯი, დუბლინი, ირლანდია; მაგისტრის ხარისხი სამხრეთ-აღმოსავლეთის ევროპის დემოკრატიასა დაადამიანის უფლებებში; ბოლონიის უნივერსიტეტისა (იტალია) დასარაევოს უნივერსიტეტი (ბოსნია-ჰერცოგოვინა)

თანამდებობა: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მოწვეული ლექტორი

კურსი CSS-ში: კვლევის მეთოდები;სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ორდანა ველიჩკოვსკამ დაამთავრა ტრინიტის კოლეჯი მაგისტრის ხარისხით გამოყენებით სოციალურ კვლევაში, აგრეთვე ბოლონიის უნივერსიტეტისა და სარაევოს უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში.  მას აქვს რვაწლიანი გამოცდილება საერთაშორისო განვითარების სფეროში პროგრამის შედგენასა და მართვაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ადამიანური დაინსტიტუციური რესურსების განვითარებაში, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში. კერძოდ კი ისაღნიშნულ სფეროებში მუშაობდა ისეთსაერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში, როგორიცაა USAID, UNHCR, UNDP, EU, OSCE და DFID. გორდანა ველიჩკოვსკას აგრეთვე ჩატარებული აქვს რამოდენიმე კვლევითი პროექტი და დიდიგამოცდილება აქვსრაოდენობრივი დათვისებრივი კვლევის განხორციელებაში ზემოაღნიშნულ სფეროებში. 2010 წლის სექტემბრიდან გორდანა თანამშრომლობს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან როგორც მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს კვლევის მეთოდებსა დასოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფიაში ”გენდერის კვლევისა” დატრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში” საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის, აგრეთვე თსუ-სდოქტორანტებისთვის.


ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა ”გენდერი”

ნინო ჯავახიშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ

თანამდებობა: ინტერდისციპლინარული პროგრამა ”გენდერის” აკადემიური ხელმძღვანელი 2005 წლის სექტემბრიდან; ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ.

კურსები CSS-ში: ”გენდერის კვლევის მეთოდები”, ”კვლევითი სემინარი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ნინო ჯავახიშვილი ცენტრთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი სფეროა გენდერის ფსიქოლოგია, იგი ასევე სწავლობს გენდერის საკითხებს ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან. ნინო ჯავახიშვილი ასწავლის კავკასიაში გენდერის ერთადერთ სამაგისტრო პროგრამაზე და არის ამ პროგრამის დირექტორი. ნინო ჯავახიშვილი არის გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი, აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, არის მრავალი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. ნინო ჯავახიშვილის გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის და აშშ-ს უნივერსიტეტებში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ კონფერენციაში, ტრენინგსა და სამუშაო შეხვედრაში. არის 45 პუბლიკაციის ავტორი, მისი კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები გამოიყენეს ისეთმა სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო სააგენტო, USAID, SIDA და სხვები.

თამარ საბედაშვილი, გენდერის მაგისტრი, გენდერის პროგრამის დოქტორანტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

თანამდებობა: გაეროს ქალთა განვითარების ფონდის მრჩეველი საქართველოში.

კურსები CSS-ში: “ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები”; “გენდერი და განვითარება”, ”გენდერის კვლევითი სემინარი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: თამარ საბედაშვილი ცენტრთან 2005 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს. 2005-2006 წწ. იყო UNIFEM-ის კოორდინატორი, ქალები კონფლიქტის არიდებისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის სამხრეთ კავკასიაში. 2003-2005 წწ. იყო Oxfam-ის პროგრამის წევრი საქართველოში. ამჟამად თამარი მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე გენდერულ კვლევებში ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. თამარი აქტიურად მონაწილეობდა გენდერის სფეროში ცენტრის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განვითარებაში. იგი იყო ექსპერტი და სამეცნიერო რედაქტორი ცენტრის მიერ განხორციელებულ მთარგმნელობით პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებდნენ გენდერის საკითხავი ლიტერატურისა და სხვა აკადემიური წიგნების თარგმნასა და გამოცემას ქართულ ენაზე. 2007 წლის იანვარ-ივლისში თამარი თანამშრომლობდა ცენტრთან, როგორც გენდერის სამაგისტრო პროგრამის მოქმედი თანადირექტორი. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: ქალთა ადამიანის უფლებები, ქალები და პოლიტიკა, ოჯახური ძალადობა, ქალები და კონფლიქტი. იგი არის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის აკადემიური განათლების პროექტის სტიპენდიანტი.

თამარ ცხადაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

თანამდებობა: გენდერის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ; გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამების (საერთაშორისო და ქართულენოვანი) ადგილობრივი ხელმძღვანელი.

კურსები CSS-ში: “ფემინისტური ფილოსოფია”, “სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: თამარ ცხადაძე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2007 წლიდან თანამშრომლობს. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტი და იმავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 2006 წელს. 1999-2001 წლებში საქართველოს სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა ფილოსოფიურ დისციპლინებს. 2001 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა თსუ-ში ჯერ მასწავლებლად, შემდეგ ასისტენტ პროფესორად. 2004 და 2005 წლებში კვლევისა და კურსების განვითარების მიზნით მიწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე. მუშაობს მეცნიერების ფილოსოფიის, ანალიზური ფილოსოფიის ისტორიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებზე. 2009 წლის ნოემბრიდან თამარ ცხადაძე არჩეულ იქნა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად გენდერის მიმართულებით. 2009-2010 სასწავლო წლიდან იგი არის გენდერის კვლევის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის, ხოლო 2010-2011 სასწავლო წლიდან საერთაშორისო, ინგლისურენოვანი გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის  ადგილობრივი ხელმძღვანელი.

მედეა ბადაშვილი, დოქტორანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტი

თანამდებობა: ფონდის ”გადავარჩინოთ ბავშვები” მცირე გრანტების პროგრამის ხელმძღვანელი.

კურსები CSS-ში: ”გენდერის და ფემინისტური თეორიის შესავალი”, ”აგენტი, სუბიექტურობა და სოციალური ცვლილება” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: მედეა ბადაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2006 წლიდან თანამშრომლობს. მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი სფეროა გენდერი და გეოგრაფია, ასევე გენდერული ურთიერთობები ოჯახსა და მულტიეთნიკურ საზოგადოებაში. 2005-2007 წლებში მედეა იყო ლექტორების განვითარების სტიპენდიების პროგრამის გრანტიორი და მუშაობდა ნიუ-ჯერსის რათგერსის უნივერსიტეტში, ქალთა და გენდერული კვლევებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტზე, პროფესორ ჯოანა რეგულსკას ხელმძღვანელობის ქვეშ. 2005 – 2006 წლებში მონაწილეობდა კრიტიკული სოციოლოგიის ქსელის კავკასიის აკადემიურ პროექტში. 2007 წელს მედეა გახლდათ გაერთიანებული ერების განვითარების დახმარების პროექტის (UNDAF) ექსპერტი გენდერის სფეროში, 2007-2008 წელს იგი გახლდათ ფონდის ”გადავარჩინოთ ბავშვები” მცირე გრანტების პროგრამის ხელმძღვანელი, 2005-2007 წლებში დაკავებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში ”გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”. მიღებული აქვს აკადემიური სტიპენდია სალექციო კურსის განვითარებისათვის და კითხულობს ლექციებსა და სემინარებს ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაში ”გენდერი”.

ლელა ქირია, მეცნიერებათა მაგისტრი მენეჯმენტში, ხელოვნებათა მაგისტრი გენდერულ საკითხებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი

თანამდებობა: ეროვნული ინფორმაციის ბიურო

კურსები CSS-ში: ”გენდერი და სამსახური” და ”გენდერი და მენეჯმენტი” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ლელა ქირია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2008 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს. მუშაობს პროექტების მართვის საკითხებზე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. დაინტერესებულია თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მომავალ თაობებს. ამჟამად ლელა მუშაობს სალექციო კურსის შექმნაზე, რომელიც ეხება გედერულ საკითხებსა და მენეჯმენტს. იგი არის აკადემიური განათლების პროგრამის სტიპენდიანტი.

ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ

თანამდებობა: ქალთა ინიციატივა თანასწორობისათვის - არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

კურსი CSS-ში: ”გენდერის სოციალურ-პოლიტიკური თეორია და პრაქტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. ლელა გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის ”ქალთა ინციატივა თანასწორობისათვის” დირექტორი და აქტიურად არის ჩართული რიგ კვლევებში, რომელთაც ორგანიზაცია ახორციელებს. მისი კვლევის ინტერესი მოიცავს შემდეგ თემებს: ქართულ ოჯახში მიმდინარე ღირებულებითი ორიენტაციები და სტატუს-როლების განაწილება; ქალთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის კორელაცია, ეთნიკური უმცირესობების ოჯახები და ქალთა სტატუსი ამგვარ ოჯახებში; ქალთა როლები ოჯახსა და საზოგადოებაში; ლტოლვილ ქალთა პრობლემები; ძალადობის მსხვერბლ ქალთა პრობლემები; ქალთა ჩართულობა კრიმინალურ საქმეებში. ჩართული იყო ცენტრის მიერ გენდერის თემატიკასთან დაკავშირებით ორგანიზებულ საჯარო ლექციებში, 2007 წელს აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდა გენდერის პროგრამის მაგისტრანტს, წინა წლებში ცენტრთან თანამშრომლობდა როგორც გარეშე ექსპერტი და კონსულტაციებს უწევდა მაგისტრანტებს კვლევებთან დაკავშირებით.

ლელა ხომერიკი

თანამდებობა: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების მართვის მიმართულებით

კურსი CSS-ში: ”გენდერი და პოლიტიკა” (სილაბუსის ნახვა შესაძლებელია აქ მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის).

ბიოგრაფიული ჩანაწერი: ლელა ხომერიკი სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან 2005-2007 წლებში თანამშრომლობდა. 2005-2006 წწ. გენდერის სტუდენტებს ასწავლიდა სამაგისტრო პროგრამას- ”გენდერი და პოლიტიკა”. აღნიშნული ინტენსიური სემინარი მოამზადა ცენტრის აკადემიური სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში და გამოცემულ იქნა გაფართოებული სილაბუსის სახით. ლელა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრში კოორდინატორად გენდერის მიმართულებით. იგი იყო ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორი და საბჭოს წევრი.

© 2008 CSS. ყველა უფლება დაცულია
მონაცემთა კონფიდენციალურობა