სამაგისტრო პროგრამა: ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში
ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი (MSocSc).
სპეციალიზაცია: ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში.
სწავლის ხანგრძლივობა: ოთხი სემესტრი - 1.5 კალენდარული წელი - 18 თვე.
მოთხოვნა კურსის დასრულებისათვის: 120 ECTS.
სამაგისტრო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში (MSocSc), რომელიც აქცენტს აკეთებს სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციის საკითხების შესწავლასა და კვლევაზე, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინტერდისციპლინარულ კურიკულუმს (შიდა ბმული წავიდეს კურიკულუმის ვორდის ფაილზე), რომელიც მოიცავს კურსებს პოლიტიკური მეცნიერებებში, საერთაშორისო ურთიერთობებში, სამართალში, ეკონომიკასა და სოციოლოგიაში. კურიკულუმს აქვს ინტეგრირებული ხასიათი, ახდენს რა თეორიული და პრაქტიკული კურსების კომბინირებას. სასწავლო პროცესი გრძელდება ოთხი სემესტრის განმავლობაში, მოიცავს 1.5 კალენდარული წელს - 18 თვეს (შესვენების გარეშე). სალექციო კურსებსა და სემინარებს სტუდენტები გადიან პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. მოსამზადებელი კურსი იწყება სექტემბერში და ერთთვიანია. პირველი სემესტრი იწყება ოქტომბრის თვის დასაწყისში, ხოლო მეორე სემესტრი - თებერვალში (აკადემიური კალენდარი - შიდა ბმული წავიდეს ვორდის ფაილზე). თითოეული სემესტრი მოიცავს 15 კვირას. სტუდენტებს მოეთხოვებათ 80 ECTS კრედიტის მოგროვება ორივე სემესტრის განმავლობაში, რაც მოიცავს როგორც სალექციო კურსებს, ასევე ინტენსიურ კვლევით სემინარებს.
მესამე სემესტრი იწყება ივნისში და ეთმობა სამთვიან სტაჟირებას ზაფხულის პერიოდში. სტუდენტებს მოეთხოვებათ გაიარონ კონკრეტულ სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ინტენსიური პრაქტიკა ადგილობრივ სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, კვლევით ცენტრებში ან სხვა საერთაშორისო ორგანიუზაციებში (10 ECTS). მეოთხე სემესტრში სტუდენტები მუშაობენ სამაგისტრო ნაშრომზე აკადემიური ხემძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. სტუდენტებმა უნდა გაიარონ სამაგისტრო ნაშრომის კვლევითი პროექტის წინასწარი დაცვა მეორე სასწავლო წლის ოქტომბრის ბოლოს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ხდება მეოთხე სემესტრის ბოლოს - თებერვლის თვის მეორე ნახევარში (30 ECTS).
პროგრამის შინაარსი
სამაგისტრო პროგრამაში შემავალი კურსები იყოფა სამ ჯგუფად: კურსების პირველი ჯგუფი სტუდენტებს აძლევს თეორიულ ცოდნას, რომელიც საჭიროა ახლად წარმოშობილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესის გასაანალიზებლად. ეს კურსებია: პოლიტიკურ იდენტურობა და ერი სახელმწიფო; განვითრების პოლიტიკური ანალიზი; საგარეო პოლიტიკის ანალიზი; საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკური ეკონომია და ევროკავშირის პოლიტიკა. კურსების მეორე ჯგუფი აქცენტს აკეთებს პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ეროვნულ და სართაშორისო ასპექტებზე და მოიცავს: გარდამავალი ხანის ეკონომიკას, საერთაშორისო და რეგიონათშორის ურთიერთობებს, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ისტორიას. მესამე ჯგუფი შექმნილია სტუდენტების კვლევითი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და მოიცავს შემდეგ კურსებს: აკადემიურ წერა, პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის მეთოდები, კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები და პრეზენტაციისა და საჯარო დებატების უნარ-ჩვევები.
პროგრამის შედეგები
პროგრამის წარმატებით დასრულება სტუდენტებს საშუალებას მისცემს მოახდინონ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანზიციის ძირითადი თეორიული მიდგომებისა და პრაქტიკული კვლევისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ინტეგრირება. ამგვარად, პროგრამა მოამზადებს პროფესიონალებს, რომლებიც გეგმავენ გახდნენ მკვლევარები, პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, პრაქტიკოსები, რომლებიც იმუშავებენ წარმომადგენლობით ორგანოებში, ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე, ასევე არასამთავრობო ეროვნულ, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში.
პროგრამის მასალები
|