სამაგისტრო პროგრამა: გენდერი
ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი.
სპეციალიზაცია: გენდერი (Gender Studies).
სწავლის ხანგრძლივობა: ორი სასწავლო წელი - ოთხი სემესტრი.
მოთხოვნები პროგრამის დასრულებისათვის: 120 ECTS კრედიტი. აქედან სალექციო კურსებში 75 ECTS კრედიტი, ინტენსიურ კვლევით სემინარებში 25 ECTS, სტაჟირებაში - 5 ECTS, სამაგისტრო ნაშრომი - 25 ECTS.
სამაგისტრო პროგრამა გენდერში არის დარგში პირველი და ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კავკასიაში. ინტერდისციპლინარული კურიკულუმი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ კურსები გენდერსა და ფემინისტური თეორიაში, საერთაშორისო სამართალში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში. ინტერდისციპლინარული ხასიათიდან გამომდინარე პროგრამა მიზნად ისახავს:
-
გენდერის როგორც სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენის სწავლებას;
-
სტუდენტების ანალიტიკური და კვლევითი უნარჩვევების განვითარებას, რათა მათ შეძლონ როგორც თეორიული საკითხების, ისევე პრაქტიკული პრობლემების შესწავლა გენდერულ საკითხებში;
-
გენდერის საკითხებში მკვლევართა ახალი თაობის მომზადებას.
”გენდერის” სამაგისტრო პროგრამა გრძელდება ორი აკადემიური წელი, რაც მოიცავს ოთხ სემესტრს და კურსდამთავრებულებს ანიჭებს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს გენდერში. თითოეული სემესტრის ხანგრძლივობა 15 კვირაა. საშემოდგომო სემესტრი იწყება ოქტომბრის თვეში, ხოლო საგაზაფხულო თებერვლის თვეში. სტუდენტები სალექციო კურსებსა და სემინარებს გადიან ოთხივე სემესტრის განმავლობაში. სასწავლო კურსებსა და სემინარებში ისინი ვალდებულნი არიან მოაგროვონ 90 კრედიტი. მესამე სემესტრში სტუდენტები გადიან სტაჟირებას, რაც მოიცავს 5 კრედიტს. ხოლო მეოთხე სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომის დაწერას, სამაგისტრო ნაშრომის კვლევითი პროექტის წინასწარ დაცვასა და სამაგისტრო ნაშრომის დაცვას. სამაგიტრო თემა, როლელიც აკადემიური ხემძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ იწერება, უნდა წარმოადგენდეს სტუდენტის მიერ შესრულებულ კვლევას და ფარავს 25 ECTS კრედიტს.
პროგრამის შინაარსი
გენდერის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სალექციო კურსებს, კვლევით სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს პროფესიული სრულყოფისათვის. შეთავაზებული სალექციო კურსებია: ფემინისტური თეორიის საფუძვლები; გენდერი - სოციალური და კულტურული კონსტრუქტი; ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები; აგენტი, სუბიექტურობა და სოციალური ცვლილება; პოლიტიკის ანალიზი; გენდერი და განვითარება, შრომის გენდერული პრობლემები, ფემინისტური თეორია ლიტერატურის შესახებ, გენდერი და პოლიტიკა (კვლევითი სემინარი); ფემინისტური ფილოსოფია; კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები (გენდერის სპეციფიკის გათვალისწინებით). სპეციალური ინტენსიური სემინარები მოიცავს: აკადემიურ წერას; პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს; ჯგუფური მუშაობისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას; პროექტის წერას; დებატების ხელოვნებას.
პროგრამის შედეგები
კურსდამთავრებულები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ სამაგისტრო პროგრამას შეძლებენ:
-
კვლევის განხორციელებას გენდერსა და გენდერთან დაკავშირებულ საკითხებში სოციალური მეცნიერერებების ჩარჩოში;
-
რეკომენდაციების შემუშავებას გენდერის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით;
-
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სამთავრობო ან არასამტავრობო ორგანიზაციებში დასაქმებას გენდერული პოლიტიკის შემქმნელებად, მკვლევარებად და ზოგადად დარგის სპეციალისტებად.
პროგრამის მასალები
|